გამარჯობა

ამ წიგნით გაეცნობი ეკონომიკის საფუძვლებს და აღმოაჩენ, რომ იგი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მიუხედავად ასაკისა და საქმიანობისა.

ყველაფერი, რასაც აქ წაიკითხავ, შეგიძლია გამოიყენო ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად, რადგან გაეცნობი კანონზომიერებებს, რომლებიც გაგიადვილებს საზოგადოებრივი თანამშრომლობის არსში ჩაწვდომას, უკეთ დაგანახებს საკუთარ თავს, სრულყოფილად შეგაფასებინებს შენს შესაძლებლობებს და გაგაკეთებინებს საუკეთესო არჩევანს დასახული მიზნების განსახორციელებლად.

შენთვის ახლა ყოველი წუთი ძვირფასია, ამიტომ საკითხები წარმოდგენილია მკაფიოდ, ადვილად იკითხება და იოლად გასაგებია.

მიღებული ცოდნა გაზიარებს აზროვნების ეკონომიკურ წესს, ხოლო ცნობისმოყვარეობა, კრიტიკული აზროვნება და საუკეთესო პასუხების ძიების სურვილი დაგეხმარება უკეთ გაიგო ის, რაც ჩანს და დაინახო ის, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს, გააქარწყლო საზოგადოებრივი და ეკონომიკური მითები, მოიპოვო კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა.

book

რას მოიცავს ეკონომიკა?

რით განსხვავდება იგი სხვა მეცნიერებებისგან?

როგორ იღებს გადაწყვეტილებებს ადამიანი?

როდის სჯობს დღევანდელი კვერცხი და როდის – ხვალინდელი ქათამი?

როგორ აირჩიო პროფესია?

რატომ უნდა დაზოგო და დააგროვო?

საიდან ჩნდება დახლებზე საქონელი?

რა მნიშვნელობა აქვს მეწარმეობას?

რა არის ფული?

რატომ იცვლება ფასები?

რა დანიშნულება აქვს მთავრობას?

რატომ, როგორ და რისთვის ვიხდით გადასახადებს?

რატომ იყიდება უცხოური საქონელი?

პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს პრეზიდენტი

recomendation

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 5 მარტის სარეკომენდაციო წერილის საფუძველზე ელექტრონული სასწავლო სახელმძღვანელო „ეკონომიკის გაკვეთილები“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო განათლების, არჩევით საგნების „ეკონომიკა და სახელმწიფო“, „მეწარმეობის საფუძვლები“, სასკოლო წრეების და კლუბების, ასევე სამომავლოდ საგან „მოქალაქეობის“ დამხმარე სასწავლო რესურსად.
შესაბამისად სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია ჩვენს მიერ წარდგენილი სასწავლო რესურსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის და მათადმი დაქვემდებარებული სკოლებისთვის, რათა მოხდეს სახელმძღვანელოს შესახებ ინფორმაციის დროული და მიზნობრივი გავრცელება.
ამასთანავე, სახელმძღვანელოს სარედაქციო ჯგუფის და სამინისტროს რეკომენდაცია ითვალისწინებს ყველა ტექნიკური ხარვეზის (ტექსტის კორექტურა, სტილისტიკა) გასწორებას უკუკავშირის დახმარებით.
სარედაქციო ჯგუფი ყველა დარეგისტრირებულ სახელმძღვანელოს მომხმარებელს მოგმართავთ თხოვნით: თქვენს მიერ ტექსტში აღმოჩენილი შეცდომების თუ შენიშვნების შესახებ დაუყოვნებლივ მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტით აღნიშნულ მისამართზე:  [email protected]

sabauni bolo

bg8

მომზადებულია ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს მიერ

ლიეტუვას თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტის სასკოლო სახელმძღვანელოს „ეკონომიკა 31 გაკვეთილში“ საფუძველზე.

მხარდამჭერები:

გლობალ ფილანთროფიკ თრასთი (აშშ);
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისი (გერმანია);
თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტი (ლიეტუვა);
ფრიდრიხ ჰაიეკის ინსტიტუტი (ავტრია);
საქართველოს უნივერსიტეტი.

გლობალ ფილანთროფიკ თრასთი (აშშ) ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისი(გერმანია); ლიტვის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტი საქართველოს უნივერსიტეტი ფრიდრიხ ჰაიეკის ინსტიტუტი

განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ბარბარა კოლმს


სარედაქციო ჯგუფი: პაატა შეშელიძე, გია ჯანდიერი, გიორგი ჩხიკვაძე, გიორგი ჩიქოვანი, ნოდარ ჩინჩალაძე.
მთარგმნელი: ნოდარ ჩინჩალაძე
რედაქტორი: ელიკო შოშიტაშვილი

Form by ChronoForms - ChronoEngine.com